ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 23 ივლისს გაიმართება. გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტში კენჭისყრის შედეგად იქნა მიღებული. ამ ზომას პარლამენტის უმრავლესობამ, ერთი ხმის გამოკლებით დაუაჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის პარლამენტი პრეზიდენტ ბაკიევის პარტიით არის დომინირებული. გასულ კვირას პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი მეორე საპრეზიდენტო ვადის შესასრულებლად.პარლამენტის დადგენილება მოჰყვა ყირგიზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 25 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს.2007 წელს თავად ყურმანბეკ ბაკიევის პრეზიდენტობის დროს, ყირგიზეთში ახალი კონსტიტუცია გამოიცა, რომლის ძალითაც პრეზიდენტს ორჯერ, ხუთ წლიანი ვადით შეუძლია ხელისუფლების სათავეში დარჩენა.