ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ისა და ავღანეთის ერთობლივმა სამხედრო ძალებმა 33 მეამბოხე მოჰკლეს


აშშ-ისა და ავღანეთის ერთობლივმა სამხედრო ძალებმა 33 მეამბოხე მოჰკლეს. ეს მას შემდეგ მოხდა რაც გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა თალიბების მიმართ კრიტიკულად განწყობილი კანონმდებელი.

აშშ-ის სამხედროების განცხადებით გუშინ ავღანელი ძალოვნები ინტენსიური სროლის ქვეშ მოექცნენ ჰელმანდის პროვინციის გერეშკის ოლქში.სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს თავდამსხმელებს მას შემდეგ რაც დადგინდა რომ შეტაკების ადგილზე სამოქალაქო პირები არ იყვნენ. მომხდარი ინცინდენტის შედეგად 30 მდე მეამბოხე მოჰკლეს და ერთი ავღანელი სამხედრო დაიჭრა.აშშ-ის სამხედროების განცხადებით კიდევ სამი მეამბოხე რეიდის დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG