ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ იგი მზადაა ირანთან ურთიერთობების „ახალი ფაზის“ დაწყებისათვის


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ იგი მზადაა ირანთან ურთიერთობების „ახალი ფაზის“ დაწყებისათვის, რაც აშშ-სა და ირანს შორის პარტნიორობისა და ვაჭრობის შესაძლებლობების საწინდარი გახდება.

პრეზიდენტმა ობამამ მის სიტყვაში ამერიკის ხმით საუკეთესო სურვილები უსურვა ირანელებსა და სხვებს, ვინც ნოვრუზსა და ირანულ ახალ წელს აღნიშნავს.

პრეზიდენტმა მის სიტყვაში ირანის ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად აზრთა დიდი სხვაობისა მისი ადმინისტრაციაა მზად არის დიპლომატიური გზით ამერიკას, ირანსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული ურთიერთობები დაამყაროს.

ობამას განცხადებით ეს პროცესი არა მუქარით არამედ პატიოსნებითა და ურთიერთპატივისცემით იქნება გამსჭვალული. მისივე განცხადებით ირანის ადგილი საერთაშოორისო საზოგადოებაში ტერორითა და იარაღით კი არა, არამედ მშვიდობიანი ქმედებებით უნდა იყოს დამკვიდრებული.

პრეზიდენტ ობამას ეს სიტყვები ირანის მიმართ სრულიად განსხვავდება მისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის სიტყვებისაგან, რომელიც ირანის იზოლაციაში მოქცევას ცდილობდა და მას „ბოროტების ღერძი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG