ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

19 მარტს ერაყში ამერიკის სამხედრო მოქმედების დაწყებიდან 6 წელი სრულდება


დღეს სრულდება 6 წელი ამერიკის ერაყში შეჭრიდან. ოკუპაციის შედეგად მაშინ ერაყის ხელისუფლების სათავეში მყოფი სადამ ჰუსეინი დაემხო და ამერიკის რწმუნებით, დემოკრატიას ჩაეყარა საფუძველი. თუმცა ამ პროცესებმა ასევე მისცა დასაბამი პოლიტიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ შუღლს. ოკუპაციის მეექვსე წლისთავზე კი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია და ამერიკული ძალები ქვეყნიდან გასასვლელად ემზადებიან. ამ ფონზე, ექსპერტები აცხადებენ, რომ ჯერ ნაადრევია გამარჯვების გამოცხადება.

დღესდღეობით, ერაყიდან მომავალი ინფორმაცია იმედისმომცემია-მსხვერპლის რაოდენობა იკლებს, ეკონომიკა უმჯობესდება და მომავალი არჩევნებისთვის უკვე დაიწყო მზადება. ამერიკის მთავრობა კი ქვეყანაში დისლოცირებული ჯარების შემცირებას გეგმავს.

“ჩვენ ძალიან მალე სტაბილური, უსაფრთხო ერაყი გვექნება სახეზე. თუმცა ჯერ მაინც ბევრი რამაა გასაკეთებელი.

გენერალ ლეიტენანტი ლოიდ ოსტინი, რომელიც ერაყში ამერიკული ჯარების რიგით მეორე სარდალია, აცხადებს, რომ იქ გაგრძელდება ადგილობრივი ძალების წვრთნა და ერაყელები ყველანაირ სამხედრო დახმარებას მიიღებენ.

“ამერიკელები ქვეყანაში დარჩებიან ტრეინინგის ჩასატარებლად 2011 წლამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ამოცანას შევასრულებთ”, ამბობს ოსტინი.

გასულ თვეს, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ერაყიდან ამერიკული ძალები მომავალი წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყებენ გასვლას. სამხედრო და არასამხედრო პერსონალი მთელი შემადგენლობით ქვეყანას 1011 წელს დატოვებს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის, ამერიკის მიზნები ერაყში მიღწეული იქნება.

“ჩვენი სტრატეგია ეფუძნება გამჭვირვალე და მიღწევად მიზანს, რომელსაც ერაყელი და ასევე ამერიკელი ხალხი იზიარებს. ეს არის ერყი, რომელიც სუვერენული, სტაბილური და თავის თავზე დამოკიდებული ქვეყანა იქნება.”

ბოლო ორი წლის მანძილზე, ექსპერტების შეფასებით ერაყში პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით კი ეს ამერიკული სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდის შემდეგ მოხდა იქ. სამხედროების რაოდენობის უმრავლესობა მეამბოხეთა წინააღმდეგ, ისევე როგორც ერაყის მთავრობისა და უშიშროების ძალების დასახმარებლად მუშაობდა. თუმცა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი უეინ უაიტი აცხადებს, ჯერ ნაადრევია გამარჯვების გამოცხადება და რომ ერაყიდან გასვლა ისევე რთული იქნება როგორც ომის პირველი წლები.

უაიტი არ არის დარწმუნებული არც იმაში, რომ ერაყის უშიშროების ძალები დამოუკიდებლად შესძლებენ ქვეყნის დაცვას.

ამ ფონზე, კიდევ ერთი ანალიტიკოსი, ბრუკინგსის საკვლევი ცენტრის ექსპერტი მაიკლ ოჰალნლონი ფიქრობს, რომ ობამას გეგმა გაამართლებს:

თუმცა ჰანლონიც აკეთებს გაფრთხილებას, რომ ჭარბი ოპტიმიზმი უადგილოა და რომ დარჩენილი დრო არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა იქნას გამოყენებული, მათ შორის არაბებსა და ქურთებს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის და ერაყის ჩრდილოეთში გაუგებრობის გასანეიტრალებლად.

ამერიკის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი აცხადებს, რომ ერაყში მიღწეული პროგრესი ჯერ კიდევ მყიფეა, თუმცა ექვსი წლის შემდეგ ერაყელ ხალხს შეუძლია უკეთესი მომავლის რწმენით იცხოვროს.

XS
SM
MD
LG