ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი ავღანეთში  სამხედრო ძალების წვრთნის  ახალ ეტაპს  იწყებს


ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო ძალების ზრდასა და წვრთნის ახალ ეტაპს იწყებს. ეს ქმედება მეამბოხეთა წინააღმდეგობის დაძლევისკენაა მიმართული. ვაშინგტონში მთელი კვირის მანძილზე ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მრჩეველებთან ერთად ავღანეთში ამერიკის ახალი პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს. დღესდღეობით ავღანეთში 38 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს,უახლოეს მომავალში დამატებით 17ათას ჯარისკაცის გაგზავნიან.თუმცა ამერიკის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში აცხადებენ,რომ ეს რაოდენობა რეგიონისთვის საკმარისი მაინც არ არის. ავღანეთში ამერიკელ დიპლომატთა რაოდენობაც მოიმატებს.ისინი ავღანეთის სამთავრობო წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ქვეყნის სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე აღმშენებლობის საკითხებზე გაუწევენ კოორდინირებას.ასევე გაიზრდება ავღანეთის არმიის ჯარისკაცთა და პოლიციელთა რაოდენობაც.
XS
SM
MD
LG