ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანში რეფერენდუმის ადრეული შედეგები გახდა ცნობილი


რეფერენდუმის ადრეული შედეგების თანახმად აზერბაიჯანელების უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის უვადოდ დარჩენას. როგორც კომისიამ განაცხადა ამჟამად დათვლილია მიცემული ხმების 54-ი პროცენტი. აქედან 92-ი პროცენტი მხარს უჭერს პრეზიდენტის პოსტზე ილჰამ ალიევის უვადოდ დარჩენას. ოპოზიციამ რეფერენდუმის შედეგებს უწოდა დემოკრატიის გზიდან გადახვევა და აზერბაიჯანელებს მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადოს რეფერენდუმს. უფრო ადრე ევროპის საბჭომ გაფრთხილება გააკეთა იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანი ძალზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება თუ მისი კონსტიტუცია არ დააკმაყოფილებს ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს. აშშ-ი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, დიდი ხარვეზებით ტარდება არჩევნები და ადგილი აქვს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების უსანქციო დაპატიმრებას.

XS
SM
MD
LG