ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლური პრესის მიმოხილვა საქართველოსა და კავკასიის რეგიონის შესახებ


ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემმეთიუ ბრაიზამ თბილისში ვიზიტისას საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდა თავი შეიკავონ ძალადობის გამოვლინებისგან, დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს. მანამდე, დედაქალაქში პოლიციის მანქანის აფეთქებას ჰქონდა ადგილი, წერს ფრანგული ელექტრონული გამოცემა იზი ბურსი.

ქართული ოპოზიციური სპექტრი, როგორც ცნობილია, ხალხს მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პრეზიდენტს კი გადადგომას ურჩევს.

ამ ფონზე, მეთიუ ბრაიზამ მხარეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ძალადობა დემოკრატიის მტერია.ბრაიზამ ასევე დასძინა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ისე როგორც ამას ადმინისტრაცია დღემდე აკეთებდა.მისი განცხადებით:ამერიკის ფუნდამენტური მიდგომა საქართველოს მიმართ და მისი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვად რჩება.

ბრაიზამ აქვე უარყო ცნობები, რომელთა თანახმად ამერიკა, ავღნეთში სამხედრო კამპანიიის წარმოებისა და იქ დასავლეთის ქვეყნებისთვის სატრანზიტო ბაზის დადგენის მიზნით საქართველოს მოიაზრებდესსამხედრო ბაზის განლაგების კუთხით.საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა როგორც ცნობილიაგააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, და აღნიშნა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, საქართველო სერიოზულად განიხილავს ამერიკული ბაზის განლაგების საკითხს.

მეთიუ ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობასაქართველოსთან მუშაობს შეიარაღებულილი ძალების რესტრუქტურიზაციის მიზნით, მაგრამ მისი განცხადებით, ეროვნული თავდაცვა ქართველი ჯარისკაცების მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

“ინტერნეშნელ ჰერალდ ტრიბუნმა” დღეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას მიუძღვნა სტატია, სადაც საინფორმაიცო სააგენტო “ასოშეითედ პრესის” ინფორმაციაა მოხმობილი.სტატიაში აღნიშნულია, რომ გუშინ 2 500მდე დემონსტრანტი შეიკრიბა თბილისში, ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგმომის მოთხოვნით.

მათ შორის იყვნენ იურისტები, ჟურნალისტები, მასწავლებელები, ექიმები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები.დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, სხვადასხვა ლოზუნგს გაიზაროდნენ.

დემონსტრანტების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს ავტორიტარული მიდგომისა და შარშან რუსეთთან ომის დაწყებისთვის ადანაშაულებენ.

აქვე “ინტერნეშნელ ჰერალდ ტრიბუნი” აღნიშნავს, რომ საქართველო საკვანძო სატრანზიტო ქვეყანაა კასპიური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის დასავლეთის ბაზრებზე.

საქართვლეოს პრეზიდენტის ოპონენტები იზიარებენ მის დასავლურ მიმართულებას, მაგრამ აცხადებენ, რომ მისმა პირადმა ინტერესებმა ქვეყნის ინტერესებს ავნო, როცა ქვეყანამ ვერ განავითარა ნორმალური ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან.

საქართველოს ოპოზიციური პარტიები მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ რათა პრეიზდენტს თანამდებობის დატოვება აიძულონ.პრეზიდენტი სააკაშვილი გმობს ოპოზიციის მოთხოვნებს და აცხადებს, რომ იგი ხელისუფლების სათავეში 2013 წალმდე - თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება.გუშინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს ხელისუფლებას ასევე ბრალი დასდეს 2008 წლის არჩევნების გაყალბებასადა მედიის თავისუფლების შეკვეცაში, წერს “ინტერნეშნელ ჰერალდ ტრიბუნი”.

ელექტრონული ჟურნალის “ევრაზიანეტის” სომეხი კორესპონდენტი წერს, რომ რუსეთიდან მკვეთრად შემცირებულმა ფულის გზავნილებმა, ისევე როგორც შიდა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, სომხეთში მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა.

სომხეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით,უცხოეთიდან გაგზავნილმა ფულადმა გზავნილებმა-აქ ამერიკა, რუსეთი და სხვა ქეყნები იგულისხმება- ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 პროცენტით იკლო.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 540 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის განკარგულება მიიღო სომხეთისთვის, მომავალი 28 თვის მანძილზე. ეს დახმარება ფინანსური კრიზისის დაძლევასა და გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობის გამოსწორებას მოხმარდება.ამ ფონზე, მსოფლიო ბანკი 525 მილიონ დოლარს გამოყოფს, რაც ინფრასტრუქტურისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებას მოხმარდება.რუსეთი კი სომხეთს 500 მილიონ დოლარიან სესხს დაპირდა.გვამცნობს ნიუ იორკში გამომავალი “ევრაზიანეტის” კორესპონდენტი.

XS
SM
MD
LG