ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ეკონომიკა გლობალურ  კრიზისს გაუმკლავდება


მსოფლიო ბანკმა შეამცირა ჩინეთისთვის გაკეთებული ეკონომიკური განვითარების პროგნოზი, თუმცა აღნიშნა, რომ მსოფლიოსსიდიდით მესამე ეკონომიკას აქვს უნარი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გაუძლოს. თავის კვარტალურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ბანკმა ოთხშაბათს გამოსცა, ჩინეთში წლევანდელი ეკონომიკური ზრდა, ექვსი მთელი ხუთი მეათედი პროცენტით არის პროგნოზირებული, რაც ერთ პროცენტიანი კლებაა შარშან ნოემბერში გაკეთებული პროგნოზიდან. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ეს ცვლილება განპირობებულია ჩინურ ექსპორტზე შემცირებული მოთხოვნით.

გასულ კვირას, ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ვენ ჟიბაომ ჩინეთს მოუწოდა ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყნის მთავრობის მიერ დადგენილ რვა პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.



XS
SM
MD
LG