ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა საპასუხო ნაბიჯის გადადგმით იმუქრება


სამხრეთ კორეა საპასუხო ნაბიჯის გადადგმით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა საზღვარს არ გახსნის. სეულს არ დაუკონკრეტებია ის, თუ რა საპასუხო ზომებზეა საუბარი, მაგრამ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მდებარე სამხრეთ კორეის მიერ დაფუძნებული კესონგის ინდუსტრიული პარკის მართვას არ შეწყვეტს.


გუშინ ფხენიანმა საზღვრის ბლოკადა მოხსნა. ამ ბლოკადის შედეგად ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე მდებარე საწარმოებისთვის ნედლეულის მიწოდების პროცესი შეფერხდა. კესონგის კომპლექსი სამხრეთ კორეის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ფხენიანმა ბოლო დღეების განმავლობაში საზღვარი რამდენჯერმე დახურა. ჩრდილოეთ კორეა ამერიკისა და სამხრეთ კორეისყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩატარებითაა გაღიზიანებული. ფხენიანი აცხადებს, რომ ეს წვრთნები ჩრდილოეთ კორეაში შეჭრისთვის მზადებას ემსახურება.


XS
SM
MD
LG