ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ფართომასშტაბიან გადაიარაღებას გეგმავს


რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ფართომასშტაბიან გადაიარაღებას აღმოსავლეთისკენ ნატოს ექსპანსიის ფონზე აპირებს .ბატონი მედვედევის აზრით, რუსეთის შეაიარაღებული ძალები მოდერნიზებას საჭიროებენ .რეგიონალური კრიზისებთან საერთაშორისო ტერორიზმთან და რუსეთის საზღვრებთან მოახლოებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა მედვედევმა ყურადღება გაამახვილა არმიის თანამდეროვე იარაღით აღჭურვის აუცილებლობაზე. მისი თქმით:“ ამჟამად იარაღის შესაძენად დიდი თანხებია გამოყოფილი და მიუხედავად იმისა რომ გარკვეული პრობლემები არსებობს დაფინანსებასთან დაკავშირებით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2011 წლიდან კი დაიწყება არმიის და ფლოტის მასშტაბური შეიარაღება.“ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, არმიის მოდერნიზაცია სტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. დიმიტრი მედვედევის აზრით, საჭიროა რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა და ძველი შეიარაღების შეკეთების ნაცვლად არმიის მომარაგება უახლესი სამხედრო ტექნოლოგიებით.

რუსეთი დიდი ხანია ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ ევროპაში ახალი რაკეტსაწინაღო სისტემის დამონტაჟების ამერიკულ გეგემას და ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია თავისი წინამორბედისგან განსხვავებით ამ საკითხებისადმი ნაკლები პრინციპულობით გამოირჩევა და მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.



XS
SM
MD
LG