ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ბენედიქტე  აფრიკას სტუმრობს


რომის პაპის ბენედიქტეს განცხადებით აფრიკაში შიდსის წინააღმდეგ საბრძოლველად პრეზრვატივების დარიგება არ გადაწყვიტავს პრობლემას. პირიქით ეს მხოლოდ გაზრდის დაავადებულთა რიცხვს.

ეს განცხადება რომის პაპმა გუშინ გააკეთა კამერუნში ჩასვლამდე. აფრიკაში იგი 7 დღიანი ვიზიტით ჩავიდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით ტროპიკული აფრიკა შიდსის ეპიდემიის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას. ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამ რეგიონში პრეზერვტივების ხმარებისკენ მოუწოდებენ რათა შემცირდეს დაავადების გავრცელების რისკი.

რომის პაპი კამერუნში 3 დღეს დაჰყოფს სადაც შეხვდება მორწმუნეებს კონტინენტის სახვადასხვა ნაწილიდან. ოქტომბერში რომში კატოლიკური ეკლესიის კრება ჩატარდება სადაც რომის პაპი სამუშაო დოკუმენტს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG