ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზეთი “Georgian Times”-ი იხურება


გაზეთის მფლობელმა მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, რომ იგი იძულებულია ამ ნაბიჯზე წავიდეს, რადგანაც მთავრობისაგან ზეწოლას განიცდის. მისივე თქმით გასულ კვირას პოლიციამ მისი 16-ი წლის ვაჟიშვილი მისი სახლის შორიახლოს შეაჩერა და ერთ-ერთმა პოლიციელმა გადატენილი იარღის გამოყენებით დაშინება დაუწყო. მაშინ როდესაც სხვა პოლიციელები ჩხრეკდნენ მის მანქანას. მალხაზ გულაშვილს მიაჩნია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და რომ ინციდენტი დკავშირებულია “Georgian Times”-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომელშიც გასულ კვირას ვენაში შვიდი ქვენიდან ქართული დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრა გააშუქდა. თავის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არაფერი იცის ამ ინციდენტის შესახებ და მის თანამშრომლებს არანაირი ზეწოლა არ მოუხდენიათ ბატონ გულაშვილზე, მისი ოჯახის წევრებზე ან მის მეგობრებზე. სამშაბათის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მალხაზ გულაშვილი ამტკიცებს, რომ ადილი ჰქონდა პოლიციის მიე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ტერორს ბინძურ კამპანიაში, რომლის მიზანია ზემოთხსენებული კონფერენციის დისკრედიტაცია.

XS
SM
MD
LG