ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ირანს ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შესთავაზა გარიგება. ბატონი ბრაუნი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მზადაა ხელი გაუმართოს ირანს მშვიდობიანი მიზნებით ბირთვული ენერგიის მოპოვების საქმეში, იმ შემთხვევაში თუ თეირანი შეწყვეტს ბირთვული საწვავის გამდიდრების პროცესს. ბრიტანეთის პრემიერმა ამ მტკივნეული საკითხის ირგვლივ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიომ ასევე ხელი უნდა გაუმართოს ბირთვული ენერგიის არმქონე ქვეყნებს ალტერნატიული ენერგიის მოპოვების საქმეში. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და სხვა დასავლური ქვეყნები მძაფრად ეწინააღმდეგებიან ირანის ბირთვულ პროგრამას. დასავლეთი ეჭვობს, რომ თეირანი სინამდვილეში ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ამ ბრალდებას თეირანი უარყოფს. საერთაშორისო ატომური სააგენტო აცხადებს, რომ თეირანმა წარმატებებს მიაღწია ბირთვული საწვავის გამდიდრების საქმეში.



XS
SM
MD
LG