ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადაგასკარში პრეზიდენტი მარკ რავალომანანა  გადადგა


მადაგასკარის პრეზიდენტი მარკ რავალომანანა გადადგა თანამდებობიდან და ძალაუფლება სამხედროებს გადასცა.

როგორც ოფიციალური პირები და დიპლომატები იუწყებიან , პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ დღეს გააკეთა განცხადება. პრეზიდენტი რავალომანანა გადადგომას წინ უსწრებდა მრავალკვირიანი საპროტესტო აქციები, რომელსაც ოპოზოციის ლიდერი ანდრი რაჯოელინა მეთაურობდა.

ამ უკანასკნელის განცხადებით პრეზიდენტი დიქტატორად ჩამოყალიბდა და გამუდმებით მოუწოდებდა მას გადადგომისკენ.

მთავრობა ცდილობდა პროტესტი ჩაეხშო მაგრამ დაკარგა სამხედროების მხარდაჭერა.

ორშაბთს ძალოვნება მადაგასკარის დედაქალაქში ანტანანარივოში განლაგებული პრეზიდენტის სასახლე აიღეს.


XS
SM
MD
LG