ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ავსტრიელი მოქალაქე ჯოზეფ ფრითლზი სასამართლოს წინაშე წარსდგა


დღეს ავსტრიელი მოქალაქე , ვინც საკუთარი ქალიშვილი 24წლის მანძილზე სარდაფში გამოამწყვდია და მისგან გაჩენილ საერთო შვიდ შვილს ზრდიდა, სასამართლოს წინაშე წარსდგა.მამაკაცს ბრალად გაუპატიურება,ინცესტი, დამონება და ახლაშობილის მკვლელობა ედება.

ჯოზეფ ფრითლზი სასამართლო დარბაზში საქაღალდით სახეზე აფარებული შევიდა. ეჭვმიტანილმა დანაშაული მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის ბრალდებით აღიარა,ხოლო მკვლელობისა და დამონების დანაშაულის აღიარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

73 წლის ფრითლზს მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ემუქრება. საბოლოო განაჩენს მას სასამართლო პარასკევს გამოუტანს. პროკურორებმა ფრითლზის წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდება მას მერე წამოაყენეს,რაც გაირკვა,რომ დროულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შესაძლოა ჩვილისთვის ეშველა. ბავშვის ავადმყოფობისას, ფრითლზმა აარიდა თავი ზედმეტ პრობელემებს,სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა და ამ მიზეზით ახლაშობილი ცოტა ხანში ავადმყოფობით გარდაიცვალა.


XS
SM
MD
LG