ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს


პაკისტანის ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს.ამის მიზეზი კი ის გახლავთ,რომ პაკისტანის მთავრობა , ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, დათმობაზე წავიდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები თანამდებობებზე დააბრუნა. ორშაბათს, ოპოზიციის ლიდერმა ნავაზ შარიფმა პაკისტანელებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა და ისლამაბადში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების გამართვისკენ მოუწოდა .

პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იუსუფ რეზა გილანმა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია . ბატონმა გილანმა აგრეთვე გასცა ბრძანება ის ადვოკატები და აქტივისტები გაენთავისუფელინათ, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს იქნენ დააპატიმრებული.

პაკისტანის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის აქტიური ჩარევისა და ზემოქმედების შემდეგ მიიღო.

დღეს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობამ ისლამაბადში ,პაკისტანის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას -ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

XS
SM
MD
LG