ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენ ბერნანკი აცხადებს, რომ რეცესიის პროცესი წელს დასრულდება


შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ბენ ბერნანკი თვლის, რომ ამერიკაში რეცესიის პროცესი წელს დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მთავრობა ბანკებს მეტი თანხების გასესხებას აიძულებს. გუშინ სი ბი ესის ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუს მსვლელობისას ბერნანკიმ განაცხადა, რომ რეცესიის დასრულებას და ეკონომიკის ზრდას მიმდინარე წლის მიწურულისთვის უნდა ველოდეთ. -თუმცა, საფინასო ბაზრის სტაბილიზაციის გარეშე ეს არ მოხდება. ყველაზე დიდ საშიშროებას კი პოლიტიკური ნების უქონლობა წარმოადგენს. აღნიშნა ბანკის თავმჯდომარემ. ბერნანკის თქმითი იმის საშიშროება, რომ დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დიდი დეპრესიის პროპორციებს მიაღწევს უკვე აღარ არსებობს.

XS
SM
MD
LG