ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის პოლიციამ 9 გვამი აღმოაჩინა



მექსიკის პოლიციამ 9 გვამი აღმოაჩინა. გარდაცვლილებს შორის7 მამაკაცი და 2 ქალია. გვამები ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან ქალაქ ხუარესში აღმოაჩინეს. ეს ქალაქი ნარკოკონტრაბანდის ცენტრია. გამომძიებლების აზრით, შესაძლოა რომ ამავე ტერიოტიაზე სხვა გვამებიც აღმოჩნდეს. ქალაქ ხუარესში ათასობით სამხედრო პირი და ფედერალური პოლიციის თანამშრომელია დისლოცირებული, რადგან ტერიტორიაზე ნარკობანდებს შორის არსებული ძალადობა შეაჩერონ. ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატების მიმართულებით ნარკოტიკის გადაზიდვის კონტროლზე მიმდინარეობს. ამ ბრძოლამ ხუარესი მექსიკის ყველაზე საშიშ ქალაქად გადააქცია.

XS
SM
MD
LG