ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს სალვადორში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


დღეს სალვადორში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მოელიან, რომ ესარჩევნები მემარჯვენე პარტიების ოცწლიანი ბატონობის ხანას დაასრულებს. წინასწარი გამოკითხვის თანახმად, მემარცხენეთა კანდიდატი მაურისიო ფუნესი დიდი განსხვავებით უწრებს ქვეყნის პოლიციის ყოფილ უფროსს, კონსერვატორ როდრიგო ავილას. ფუნესი ტელეჟურნალისტია და იგი მემარცხენე მეამბოხეთა, ფარაბუნდო მარტის სახელობის გათავისუფლების ეროვნულ ფრონტს წარმოადგენს. მისი გამარჯვების შემთხვევაში ლათინურ ამერიკას კიდევ ერთი მემარცხენეთა მიერ მართვადი ქვეყანა დაემატება. ავილას ეროვნული რესპუბლიკური ალიანსი ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა სალვადორს. ახლანდელ პრეზიდენტს ელიას ანტონიო საკას საკუთარი კანდიდატურის ხელმეორედ წარდგენას კონსტიტუცია უკრძალავს. მოელიან, რომ არჩევნებში ოთხ მილიონამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.


XS
SM
MD
LG