ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიერა ლეონეში პოლიტიკური რადიომაუწყებლობა აკრძალეს


სიერა ლეონეში ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიების მომხრეებს შორის მომხდარი ქუჩის შეტაკებების გამო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა სამუელ სამსუმანამ ამ პარტიების კუთვნილი რადიოარხების მაუწყებლობა აკრძალა. მმართველი საერთო სახალხო კონგრესისა და ოპოზიციური სიერა ლეონეს სახალხო პარტიის მომხრეები ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ გენდემაში დაერივნენ ერთმანეთს. შეტაკება სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნშიც მოხდა. ზოგი ადამიანი მაჩეტეებიტაც კი იყო შეაიარაღებული. როიტერსის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, რომ შეტაკებაში ჩვიდმეტი ადამიანი დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ სიერა ლეონეში თერთმეტი წლის განმავლობაში მიმდინარე სისხლიანი სამოქალაქო ომი 2002 წელს დასრულდა.

XS
SM
MD
LG