ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბრაზილიის პრეზიდენტს  შეხვდა


შაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბრაზილიის პრეზიდენტს ლუის ინაციო ლულა და სილვას შეხვდა. შეხვედრისას ასევე განიხილავენ ამერიკაში დაბადებული 8 წლის შონ გოლდმანის ბედ-იღბალს. 2004 წელს შონის დედა ბავშვთან ერთად ბრაზილიაში წავიდა და შეერტებულ შტატებში აღარ დაბრუნდა. იგი გაეყარა შონის მამას და ხელმეორედ გათხოვდა. გასულ წელს იგი მშობიარობას გადაყვა და შონი მის მამიმაცვალთან, ბრაზილიაში ცნობილ ადვოკატთან იზრდებოდა, რომელმაც ბავშვის ამერიკაში, ბიოლოგიური მამისთვის დეივიდ გლდმანისთვის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

ეს საქმე ბრაზილიის სასამართლოში განიხილეს და დეივიდ გოლდმანს შონის მეურვეობაზე უარი განუცხადეს.სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირი ტომას შენონი აცხადებს რომ ამერიკაში დაბადებული 8 წლის შონ გოლდმანის მომავალი შეერთებული შტატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რომელიც ტელეფონით ესაუბრა დეივიდ გოლდმანს იმედოვნებს რომ ეს საკითხი ბიოლოგიური მამის სასარგებლოდ დასრულდება.


XS
SM
MD
LG