ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადაგასკარის ოპოზიციის ლიდერმა პრეზიდენტს  4 საათის ვადა მისცა  პოსტის დატოვებისთვის


მადაგასკარის ოპოზიციის ლიდერმა პრეზიდენტს მარკ რავალომანანას 4 საათის ვადა მისცა პოსტის დატოვებისთვის. როგორც ოპოზიციური პარტია აცხადებს მათ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.


დღეს ქვეყნის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი . აქციაზე ერთი კვირის შემდეგ პირველად- სიტყვით გამოვიდა ოპოზიციის ლიდერი ანდრი რახოელინა. მან მომიტინგეებს განუცხადა რომ მან ქვეყნის პრემიერ მინისტრად მონხა როინდეფო გამოაცხადა, და პირობა დასდო რომ ახალი არჩევნები ორ წელიწადში ჩატარდება. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე მადაგასკარის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ჟაკ სილა და ქვეყნის პრეზიდენტს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდა.


ოპოზიციას ასევე ნაწილობრივი მხარდაჭერა აქვს სამხედრო ძალებს შორის. მეამბოხე ჯარისკაცებმა განაცხადეს რომ დედაქალქში ტანკებით შევიდნენ და პრეზიდენტს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. ამის ფონზე შეერთებული შტატები ოპოზიციის ლიდერებსა და მთავრობის ოფიციალურ პირებს დიალოგისკენ მოუწოდებს.


XS
SM
MD
LG