ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უმუშევრობით გამოწვეული სტრესი მატულობს



ამერიკაში უმუშევრობამ სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდო.

სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, სამსახურის დაკარგვა პირდაპირ კავშირშია ნერვიულ დაძაბულობასა და სასოწარკვეთილების შეგრძნებასთან,რასაც ადამიანები საბოლოოდ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიჰყავს.

ამ კვირას ამერიკის შრომის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შეხებ, რომ უმუშევრობის რიცხვმა ამერიკაში 13 მარტისთვის რეკორდულ დონეს მიაღწია. მაშინ,როცა დამქირავებლები იძულებულები არიან მოსამსახურეები სამუშაოდან დაითხოვონ, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ამ ადამიანებში უმუშევრობით გამოწვეული სტრესის შესახებ სწუხან.

სულ რამოდენიმე თვის წინ პოლიციამ სამხრეთ კალიფორნიის ერთ მყუდრო უბანში საკუთარ ბინაში დახოცილი ცოლ-ქმარი და სამი ბავშვი აღმოაჩინა. ამ შემზარავ სანახაობას ოჯახის უფროსის მიერ სიკვდილის წინ დატოვებულმა წერილმა მოჰფინა ნათელი.როგორც გაირკვა სამსახურის დაკარგვის შემდეგ მამაკაცმა , რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ ოჯახზე ზრუნავდა, უმუშევრობით სახლ-კარი და მთელი ცხოვრების დანაზოგი დაჰკარგა.

ბევრი ადამიანი სამსახურისა და დანაზოგის დაკარგვის შემდეგ სულიერ სიმშვიდეს კარგავს და მრისხანება ეუფლება.

ფსიქოლოგი დორი ლინის თქმით, სამსახურის დაკარგვის შიშით ადამიანებს მომავლის შიშიც გაუჩნდათ: „ის ადამიანები,რომელთა ცხოვრებას სამუშაო განაგებს და პიროვნული თვითშეფასებაც სამასხურთან პირდაპირკავშირშია, სამუშაოს დაკარგვისას -სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. ებადებათ შეკითხვა : ახლა მე აბა ვინღა ვარ ? " ციტატის დასასრული

ამიტომაც უსამსახუროდ დარჩენილებს ისღა დარჩენიათ საკუთარ თავზე იმუშავონ და სულიერი წონასწორობა შეინარჩუნონ. ჯონ როთენბერგი ავღანეთში ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მუშაობის შემდეგ, ვაშინგტონში ოქტომბრის თვეში დაბრუნდა .მას უკვირს,რომ ამ ხნის მანძილზე უსამსახუროდაა და შესაფერისი ვერაფერი იშოვნა: „რაც უფრო მეტი დრო გადის,მით უფრო მცირდება ჩემი დანაზოგი.სიმართლე გითხრათ,ეს ძალზე მთრგუნავს და მაშინებს." ციტატის დასასრული

როთენბერგი სამუშაოს მაძიებელი ორგანიზაციის აქტივისტია. ეს ორგანიზაცია ვაშინგტონში მდებარეობს და მისი წევრები ერთმანეთს მუდმივად ემოციურ მხარდაჭერას უცხადებენ. ორგანიზაციის დირექტორი დოქტორ ჯო სარფათი აცხადებს: „თუ ოფისში ვინმე სამსახურის საძიებლად შემოვა და შესაფერისს ვერაფერს ნახავს, ადგილზე ყოველთვის დახვდება ადამიანი, ვინც შეეცდება მორალური თანადგომა გამოუცხადოს და მომავლის იმედი ჩაუსახოს". ციტატის დასასრული

დოქტორ ლინის თქმით,უმუშევრობის დროს გარდა მსგავსი ორგანიზაციების დახმარებისა , ოჯახის წევრების თანდგომაც ძალზედ მნიშვნელოვანია. უნდა ვეცადოთ დღის რეჟიმი არ შევცვალოთ,ბევრი ვიმოძრაოთ და აქტიურობა შევინარჩუნოთ: „ნებისმიერი ფიზიკური მოქმედება- ფეხით სიარული იქნება, სირბილი თუ ვარჯიში, ფორიაქისა და მოსუვენრობის შეგრძნებას ამცირებს.თუმცა ოჯახის წევრების დამოკიდებულება მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია". ციტატის დასასრული

როთენბერგი გვირჩევს, არ ჩავიკეტოთ საკუთარ თავში და ახლობლებს საკუთარი პრობლემა გავუზიაროთ. გავენდოთ, რომ სამსახურს ვეძებთ და კონკრეტულად დავუსაბუთოთ, თუ რა სახის სამსახური გვაინტერესებს.რა იცით, ეგებ რომელიმემ მნიშვნელოვანი და საინტერესო წინადადება შემოგთავაზოთ.


XS
SM
MD
LG