ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უორენ ბაფეტი აცხადებს, რომ ამერიკის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია


“ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება. ეკონომიკა რა მარტო შენელდა არამედ ხალხი უკვე ისე იქცევა, როგორც მანამდე არასდოს მოქცეულა”. ამბობს ბატონი ბაფეტი.

უორენ ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. სი ენ ბი სის ტელეარხით გამოსვლისას მილიარდერმა ეკონომიკური კრიზისის გამო მიმდინარე წელს უმუშევრობისა და ინფლაციის ზრდა იწინასწარმეტყველა: “მე მანამდე არასდროს მინახავს ასეთ დაშინებულ და დაბნეულ მდგომარეობაში მყოფი ამერიკელები”. დასძინა უორენ ბაფეტმა.

მან შეერთებული შტატების კონგრესს ბრალი დასდო ხალხის დაბნევაში. ამის ერთ-ერთ ბოლო გამოხატულებად რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ შელბის და დემოკრატი სენატორის ევან ბეის მიერ ეი ბი სის ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუც შეიძლება გამოდგეს:

“ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესები უნდა დაიხუროს. მკვდარი უნდა დასაფლავდეს”. განაცხადა სენატორმა შელბიმ.

“ამ ბიზნესების გაკოტრება, მხოლოდ მათი პრობლემა არ იქნება. ისინი სხვებსაც თან ჩაიყოლებენ მორევში. ამას ირიბად სხვა საწაროებიც შეეწირება”. არ დაეთანხმა მას სენატორი ბეი.

მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს, იგი რესპუბლიკელთა და დემოკრატთა ლიდერებს პრეზიდენტ ობამასთვის, ბაფეტის თქმით, “ამ ეკონომიკური ომის” წარმოებაში გაერთიანებული მხარდაჭერის აღმოჩენისკენ მოუწოდებს.

ამ დროს კი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკის დაღმავალი გრძელდება. ეს საერთასორისო განვითარებისა და სესხების გამცემი ორგანიზაცია წინასწარმეტყველებს იმას, რომ მიმდინარე წელს გლობალური ვაჭრობა შემცირდება და ბოლო ოთხმოცდაათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწევს.ყველაზე დიდ დარტყმას კი აზიის მაზარი იწვნევს.
XS
SM
MD
LG