ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების  საგარეო პოლიტიკის ახალი სტრატეგიები


პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ძალზე სწადია დანარჩენ მსოფლიოსთან კარგი ურთიერთობების ქონა. ადმინისტრაცია ახალი მიდგომის კურსს სახავს და პარტნიორობას სთავაზობს სხვადასხვა ქვეყნებს. გასულ კვირას ჟენევაში სადილობისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სიმბოლური ღილაკიანი მოწყობილობა აჩუქა. ღილაკს ინგლისურად და რუსულად სიტყვა ხელახალი ცატვირთვა ეწერა. რაც ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ახალი ათვლის წერტილიდან დაწყებას მოიაზრებდა. თუმცა რუსეთის მედიამ ეს ჟესტი საკმაოდ ცინიკურად შეაფასა:

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ეს შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. რუსეთის ტელეარხებმაც კი, რომლებიც თითქმის ყოველთვის ნეგატიურ ასპექტში საუბრობენ ამერიკაზე და ჩემის აზრით რუსეთსა და ამერიკას შორის ცუდი ურთიერთობების ქონას უწყობენ ხელს, საკმაოდ დადებითად გააშუქეს შეხვედრა”. გვეუბნებაკარნეგის ცენტრის მოსკოვის განყოფილების წარმომადგენელი მაშა ლიპმანი.

თუმცა გერმანული გაზეთის “ფრანკფურტერ ალგემაინე ცეიტუნგის” ვაშინგტონის ბიუროს უფროსი მატიას რიბი უფრო კრიტიკულად აღიქვავს მომხდარს:

“როგორც სჩანს ბარაკ ობამას და ჰილარი კლინტონის ახალი ადმინისტრაცია რუსეთის, ირანისა და სირიის ჩათვლით ყველას კეთილი განწყობით მიმართავს”. ამბიობს იგი. ამას კი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ყველა როდი იწონებს. ზოგი ქვეყანა კი გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთს პოლიტიკა არ შეუცვლია, პირდაპირ აკრიტიკებს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას. მიუხედავად ამისა კლინტონსა და ლავროვს შორის მომხდარმა შეხვედრამ ევროპაში ბევრს, მათ შორის გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, რომელიც თავიდანვე უჭერდა მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას შვება მიანიჭა:

“სწორედ ამიტომაც ევროპის უფრო მცირე, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნგრეთი, ჩეხეთი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები ამ ეგრეთწოდებული “ძველი ევროპის” და ამერიკის ახალი მიდგომით რუსეთისადმი ნასიამოვნები სულაც არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერი გორდონ ბრაუნი ცდილობს იმის მტკიცებას, რომ ჩატეხილი ხიდი ახალსა და ძველ ევროპას შორის არ არსებობს, ნათელია, რომ ევროპის ორ ნაწილს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებს”. ამბობს მატიას რეუბი.

ამის მიუხედავად ბარაკ ობამას გუნდი, წარმოაჩენს იმას თუ რარიგ განსხვავებულად მოიაზრებს ახალი ადმინისტრაცია ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს წინა ადმინისტრაციასთან შედარებით. მოსკოვთან ურთიერთობის დასათბობად პირველი ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისადმი წერილის მიწერიტ გადაიდგა. სადაც ახალი პრეზიდენტი რუსეთს უცხადებდა, რომ ცენტრალურ ევროპაში ბუშის ადმინისტრაციის მიერ რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსების მისწრაფება აღარ წარმოადგენს ამერიკის პრიორიტეტს. ამ იდეას რუსეთი მძაფრად ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ ეს რაკეტები სინამდვილეში ირანის წინააღმდეგ კი არა რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. თუმცა ობამამ სამაგიეროდ რუსეთს ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების საქმეში ხელის შეშლა მოსთხოვა:

“თუმცა რუსეთი კვლავ აწოდებს ისეთი სახის იარაღს ირანს, რომელიც ისრაელსა და ამერიკასაც უქმნის საფრთეს. ამერიკელები იმედოვნებენ, რომ რუსეთი მათ დაეხმარება იმაში, რომ მოსკოვმა ზეწოლა განახორციელოს თეირანზე და გაეროს მოთხოვნილებების შესრულება აიძულოს”. აცხადებს ბატონი რეუბი.

თავისმხრივ ირანიც მიესალმა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წინადადებას;

“პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია ირანს ბალანსს სთავაზობენ. თეირანი ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოყალიბდა თუ რა პასუხი გასცეს ვაშინგტონს. ირანისთვის ბევრად ადვილი იყო ბუშის და ამერიკის წინააღმდეგ რიტორიკით საუბარი”. აცხადებს ენ ბი ესის ახალი ამბების ტელეარხის პოლიტოლოგი რიჩარდ ვოლფი. რუსეთი და ირანი, ვინაიდან ავღანეთის სატაბილურობა მათ ინტერესებშიც შედის, ავღანეთთან მიმართებაში ობამას ახალი პოლიტიკის შემადგენელ ნაწილებადაც მოიაზრებიან.
XS
SM
MD
LG