ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლეობაში მონაწილეობის გამო ჩეჩნეთის ოფიციალური პირი დაადანაშაულეს


რუსმა პროკურორებმა ჩეჩნეთის ოფიციალური პირი რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლეობაში ეჭვმიტანილ მამაკაცზე არაკანონიერი პასპორტის გაცემაში დაადანაშაულეს.

ოფიციალური პირები აცხადებენ რომ პასპორტი მილანა მეჟიევამ ეჭვნიტანილ მკვლელს ჩეჩნეთში მისცა და ასევე მკვლელს რუსტამ მახმუდოვს ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარა.

რუსეთის ოფიციალური პირები ქალბატონ მეჟიევას თანამდებობის პოროტად გამოყენებაში და ქრთამის აღებაში სდებენ ბრალს. ისინი ასევე აცხადებენ რომ პასპორტის გაცემაში ქალბატონმა ქრთამის სახით 300 დოლარი აიღო.

ქალბატონმა მეჟიევამ 2007 წელს ბატონ მაჰხმუდოვის სახელზე გაცემულ პასპორტში 2001 წელს გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები გამოიყენა.

2007 წელს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლეოლობაში ეჭვმიტანილი მახმუდოვზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.


XS
SM
MD
LG