ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ანგარიში



მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკის დაღმასვლას მოელის . გლობალური ეკონომიკა ასეთ სავალალო მდგომარეობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აღმოჩნდა . იანვრის თვეში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკის ერთი მთელი ხუთი მეათედი პროცენტით ზრდას ვარაუდობდა. თუმცა ამ თვეს, სავალუტო ფონდის მმართველმა დომინიკ სტრაუს კანმა ღიად დააფიქსირა ,რომ მსოფლიო უდიდესი რეცესიის წინაშე დადგა.


მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებულ ბოლო მოხსენებაში ხაზგასმულია,რომ რეცესიის შედეგად პირველ რიგში განვითარებადი ქვეყნები დაზარალდებიან. ამის მიზეზი კი ის გახლავთ,რომ ეს ქვეყნები ეკონომიკურ წინსვლას ვაჭრობის ხარჯზე განიცდიან. სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე მსოფლიო ვაჭრობა ბოლოს 80წლის მანძილზე ნელნელა დაღმასვლას განიცდის. აღმოსავლეთ აზიაში ვაჭრობის უკანსვლა ბოლო ხანს მაღალი მაჩვენებლით გამოიხატა,რის მაგალითადაც ჩინეთიც გამოდგება. გასულ წელთან შედარებით ჩინეთში ექსპორტმა ბოლო ერთი წლის მანძილზე ოცდაექვსი პროცენტით დაიკლო .


სამომავლოდ მდიდარი ქვეყნები შეეცდებიან , ქვეყნის შიგნით დაფინანსების მიზნით, მსოფლიო საკრედიტო ბაზარზე აიღონ ვალები . თუმცა ინვესტორები განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად გასასესხებელ თანხებს უკვე ბევრად უფრო რთული პირობებით გასცემენ.მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ჯეფ ჩელსკი აღნიშნავს,რომ ინვესტორები მაღალი რისკის მქონე ვალების გაცემისგან კარგა ხანია თავს იკავებენ . მსოფლიო ბანკის დაანგარიშებით, განვითარებადმა ქვეყნებმა სამი ტრილიონი დოლარის ოდენობით აღებული კერძო და სახელმწიფო სესხები უკან ამ წლის ბოლომდე უნდა დააბრუნონ.ზოგიერთ ქვეყანას უცხოური ვალუტის სარეზერვო ფონდი გადანახული აქვს,ზოგ ქვეყანას კი ვალების გასასტუმრებლად დაფინანსების ახალი წყაროების ძებნა მოუწევს. მსოფლიო ბანკის გამოთვლით, განვითარებად ქვეყნებს ორას სამოცდაათი მილიარდიდან შვიდას მილიარდ დოლარამდე დაფინანსება ესაჭიროებათ.ეს რიცხვი რეცესიის შედეგად შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველამხრივ ცდილობს სესხების გაცემა გააფართოვოს.მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზოელიკმა მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად კრიზისის ფონდში თანხები გამოჰყონ.


ეკონომისტი ჯეფ ჩელსკის განცხადებით, ეს მდგომარეობა ყველაზე მტკივნეულად მაინც ღარიბ ქვეყნებზე აისახება.ისინი ვერ შეძლებენ სასაქონლო ექსპორტისთვის საექსპორტო საკრედიტო ბაზარზე სესხი აიღონ. თუმცა არ არის გამორიცხული, სასაქონლო ფასები დაეცეს.


ამ კვირის ბოლოს განვითარებადი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და წამყვანი ბანკირები ლონდონის გარეუბანში შეიკრიბებიან.ისინი ფინანსური კრიზისის თემაზე იმსჯელებენ.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას სურს, რომ დიდი ოცეულის ჯგუფის წევრებმა საკუთარ ქვეყნებში ეკონომიკის გაძლიერებისთვის ზომები მიიღონ.თუმცა ევროპის კავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლები ამერიკელთა მცდელობას ,მეტი თანხები გასცენ -ეწინააღმდგებიან.


ამ კვირას რამოდენიმე სასიხარულო ამბავიც შევიტყვეთ. იანვარსა და თებერვალში ამერიკელებმა საკუთარი ჯიბიდან მოსალოდნელზე მეტი თანხა დახარჯეს. აქციები კი მას მერე გაიზარდა,რაც "Citigroup"-მა წინა ორი თვის მანძილზე ორითვის მანძილზე ყველაზე დიდი მოგება დააფიქსირა.

XS
SM
MD
LG