ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ანკარაში 7 მარტს ჩავიდა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი როდამ ქლინტონი თურქი კოლეგის ალი ბაბაჯანის მოწვევა მიიღო და ანკარაში 7 მარტს ჩავიდა.

"თურქეთი ნატოს წევრი და ემრიკის მტკიცე მოკავშირეა, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფო” განაცხადა ჰილარი ქლინტონმა.

ჩვენ მხარდამხარ ვიდექით საზიარო გამოწვევების დასაძლევად.ჩვენ ვიზიარებთ საერთო ფასეულობებს დემოკრატიისა და სეკულარული კონსტიტუციის , ასევე რელიგიური თავისულფებისა და თავისუფალი ბაზრის მისაღწევად.

შეხვედრის დროს, სახელმწიფო მდივანი ჰილარი ქლინტონი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი ბაბაჯანი შეთანხმდნენ, რომ საერთო ამოცანების დასაძლევად ერთობლივად იმუშავებენ.მათ შორის არის არაბ-ისრაელის კონფლიქტისა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესება. ასევე ბუნებრივი აირისა და ნავთობის გადაზიდვის ინფრასტრუქტურა კასპიის ზღვიდან ერაყსა და ევროპულ ბაზრებზე, ასევე ტერორიზმის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი ალ ყაიდსა და ქურთების მუშათა პარტიის ტერორისტულ ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლა.

აშშ საელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინტონმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი ბაბაჯანმა ასევე განიხილესთურქეტის მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით-მიზანი, რომელსაც შეერთებული შტტები მხარს უჭერს.ჰილარი ქლინტონმა აქვე განაცხადა, რომ ამეირკის რწმენით, ეს წევრობა გააძლიერებს თურქეთს, ევროპასა და ტრანსატლანტიუკურ პარტნიორობას.

მეგობრობის კიდევ ერთხელ დასამტკიცბელად, და იმ მნიშვნელბის დასადასტურებლად რომელსაც ამერიკა ანიჭებს თურქეთთან ურთიერთობას, ჰილარი ქლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთში აპრილში ჩავა. ქალბატონმა ქლინტონმა ასევ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას თურქეთში ვიზიტის შემდეგ, იგი არამხოლოდ კიდევ ერთხელ აღმოაჩენს პარტნიორს გამოწვევებსა და შესაძლებლობებში, არამედ მეგობარს.

XS
SM
MD
LG