ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინას ბუნებრივი აირის მოხმარების დავალიანებას მიუტევებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულზე ნაკლები გაზის მოხმარებისთვის უკრაინის დაჯარიმებას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ციმბირში, მაღაროელების წინაშე გამოსულისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა გაკოტრების პირასაა და კონტრაქტით გათვალისწინებული ბუნებრივი აირის ოდენობის ყიდვის უნარი აღარ შესწევს. პუტინმა დასძინა, რომ იგი ამ ქვეყნის მდგომარეობაში შედის. გასულ თვეს კიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის კატასტროფულ მდგომარეობაში ყოფნის გამო ბუნებრივი აირის მოხმარებას ზღუდავს. აღსანიშნავია, რომ გლობალური საფინანსო კრიზისის გამო უკრაინამ დიდი დარტყმა მიიღო. ახლა კიევი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების ანაბარაა დარჩენილი.

.

რუსეთის

XS
SM
MD
LG