ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომელი ენერგო ტექნოლოგიები უნდა განვითარდეს აშშ-ში


გასულ კვირას აშშ-ის სენატის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაიმართა მოსმენა ენერგეტიკის დარგში კვლევისა და განვითარების მომავლის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ოფიციალური წევრები, მეცნიერები და კერძო ინდუსტრიის წარმომადგენლები.მოსმენაზე განიხილა უახლესი ტექნოლოგიები და ახლო მომავალში მოსალოდნელი სიახლეები.

მწვანე, განახლებადი და გარემოს მიმართ მეგობრული ტექნოლოგიები მთავრი განხილვის საგანი იყო სენატში. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი სტივენ ჩუმ უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის ნავთობზე დამოკიდებულების გამო და პრიორიტეტად სუფთა ენერგო ეკონომია აღნიშნა.

ე.წ. გადარჩენის აქტი ჩვენ სახლებსა და ოფისებს უფრო მეტად ენერგო პროდუქტიულს გახდის.განაცხადა ბატონმა ჩუმ. გეგმში შედის დაბალ შემოსავლიანი ოჯახებისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომელიც მოხმარდება ამ ოჯახებში ამინდის შესაბამისობაში მყოფი ტექნოლოგიების გამოყენებას.

გეგმა ისახავს აგრეთვე კეძო სექტორისთვის ბიძგის მიცემას რათა მათ ინვესტირება გააკეთონ ამ კუთხით და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

მეორე მნიშვენელოვანი საკითხი რომელიც დგას დღის წესრიგში არის მეცნიერებისა და კვლევების მხარდაჭერა რომელიც ახალი ტექნოლოგიების შექმნას შეუწყობს ხელს. ასეთი სახის მიდგომამ მოსმენაზე მყოფი დამსწრეების მოწონება დაიმსახურა

ბატონი ჩუს განცხადებით :

მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი აღმშენებლობის და განვითარების საწინდარი 21 საუკუნეში არის ინტელექტუალური კაპიტალის ხელშეწყობა.

ილინოისის შტატის არგონის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერმა ჯორჯ კრაბთრიმ წარადგინა მომავალი თაობის ენერგო ტექნოლოგიები. მათ შორის ბირთვული, ქარის, მზისა და გეოთერმული ენერგიის, აგრეთვე ჰიბრიდული და ელექტრო ავტომანქანები.

რა თქმა უნდა მომავალი თაობის ენერგო ტექნოლოგიები განვითარდება მაგრამ საკითხავია რამდენად იყიდის აშშ-ი ან გაყიდის მათ.

ობამას ადმინისტრაცია კრიტიკის საგანიც გახდა ამ მოსმენაზე. უკმაყოფილება გამოთქვა სენატორმა ჯონ მაკკეინმა იმის გამო რომ ახალი მთავრობა ბირთვული ენერგიის განვითარებას მხარს არ უჭერს. მან განაცხადა:

ბირტვული ენერგია უნდა გახდეს მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ნაწილი აშშ-ის ენერგეტიკის მომავალისა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვსურს სათბური გაზების შემცირება.გარემოს დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლის რობერტ ფრის განცხადებით მაჟამად ნატელი არაა რომელი ტექნოლოგიები გახდება ამერიკისთვის სტანდარტული

ჯერ ადრეა იმის თქმა თუ რომელი ტექნოლოგიები გაიმარჯვებს ენერგო ძიების პროცესში , რომელი იქნება მეტად ადექვატური იმ მოთხოვნების გათავალისწინებით რასაც ენერგო უსაფრთხოება , კლიმატის ცვლილებები და ეკონომიკური შესაძლებლობები ჰქვია.იმისათვის რომ ნათელი გახდეს თუ რომელი ახალი ტექნოლოგიები უნდა განვითარდეს მომავალში სენატში კვლავ მრავალჯერ შეიკრიბებიან.


XS
SM
MD
LG