ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ევროვიზიაში მონაწილეობას არ მიიღებს


საქართველომ ოფიცილაურად გამოაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის სასიმღერო კონკურსში. ამის მიზეზად ქართულმა ვოკალურმა ჯგუფმა "სტეფანე და 3G" მოიყვანა ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად არ იქნა მიღებული ამ ჯგუფის სიმღერა "We don't Wanna Put In", რადგანაც ევროვიზიის კონკურსის ფორმატით დაუშვებელია იმ გვარი სიმღერების ეთერში გაშვება, რომლებშიც პოლიტკური ხასიათის ტექსტები ან განცხადებებია ჩართული. ევროვიზიის ორგანიზატორებმა შესთავაზეს საქართველოს შესცვალოს ამ სიმღერის ტექსტი ან სულაც ახალი სიმღერა წარმოადგინოს, რაზეც საქართველომ უარი განაცხადა. კონკურსი მოსკოვში მაისისთვისაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG