ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა გაამარტივა კუბასთან მანამდე არსებული სავაჭრო და სამოგზაურო  აკრძალვები


აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი რომლის მიხედვითაც გამარტივდება კუბასთან მანამდე არსებული სავაჭრო და სამოგზაურო აკრძალვები.

მასტიმულირებელი გეგმით გატვალისწინებული 410 მილიარდი დოლარიდან ნაწილი ამ კანონის განხორციელებას მოხმარდება. სამშაბათს სენატში კანონის დამტკიცებას წინ უსწრებდა წარმომადგენელთა პალატაში მისი მიღება.

კანონის თანახმად ამერიკაში მცხოვრებ კუბელებს მიეცემათ საშუალება წელიწადში ერთხელ თავისი ნათესავების მონახულება კუბაში.მაშინ როდესაც მანამდე მათ მხოლოდ 3 წელიწადში ერთხელ შეეძლოთ კუბაში ჩასვლა.

კუბაში გამარტივდება აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და მედიკამენტების ექსპორტი. მაგრამ ეს დადგენილება არ ხსნის აშშ-ის სავაჭრო ემბარგოს რომელიც 1960 წელს დაწესდა. სავარაუდოდ პრეზიდენტი ობამა ამ კანონს ხელს მოაწერს.

XS
SM
MD
LG