ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს მკვლელობის ბრალდება წაუყენა


ყირგიზეთის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს ალიკბეკ ჯეხშენკულოვს მკვლელობის ბრალდება წაუყენა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯეხშენკულოვს ორი წლის წინ თურქეთის მოქალაქის მკვლეობის გარდა რამდენიმე სხვა დანაშაულის ჩადენაშიც ედება ბრალი. ოპოზიციის ლიდერი გუშინ დააკავეს, მას შემდეგ, რაც მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი თურქეთის მოქალაქის სერვეტ ჩეტინის მკვლელობასთან დააკავშირეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სინამდვილეში დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს და ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის დასუსტებას ისახავს მიზნად. ჯეხშენკულოვი ოპოზიციური მოძრაობის “სამართლიანობისთვის” ლიდერია და ერთ დროს იგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა.

XS
SM
MD
LG