ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია თვლის, რომ ირანთან საუბარი დასაშვებია


შეერთებული შტატები ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი კონფერენციის ჩატარებას და ამ ფორუმზე ირანის მოწვევას გეგმავს.შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ავღანეთსა და პაკისტანში გამაგრებულ ექსტრემისთებთან ბრძოლისათვის რეგიონის ყველა

ძალის მოზიდვაა საჭირო. მდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრის მოწყობა 31 მარტისთვისაა დაგეგმილი. კონფერენციას ასევე ნატოს ბლოკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სავარაუდოდ შეხვედრა ნიდერლანდებში მოეწყობა. კონფერენციას თავმჯდომარეობას ავღანეთში გაეროს სპეციალური წარგზავნილი კაი ეიდე გაუწევს. ქალბატონი კლინტონი ამ კონფერენციის მოწყობის წინადადებით, ბრიუსელში ნატოს წევრ ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოვიდა. გასულ კვირას იგი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შესვდა შეიარაღებაზე კონტროლისა და სხვა საკითხების ირგვლივ სასაუბროდ. ნატოს წევრ ქვეყანათა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულიაგრესიის გამო, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა რუსეთთანუნდა აღდგეს.

პრეზიდენტ ობამას სწადია, რომრუსეთი ამერიკას დაეხმაროს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საქმის ხელის შეშლაში. პრეზიდენტის თქმით, ასეთი სახის თანამშრომლობა ცენტრალურ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსების აუცილებლობას მოხსნის. თუმცა ეს წინადადება არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა შეასუსტებს ცენტრალური ევროპისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მხარდაჭერას. რუსეთი ეწინააღმდეგება რაკეტსაწინაღო სისტემის გეგმას. პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ რაკეტები ირანისკენ იქნება მიმართული და არა რუსეთისკენ. თუმცა ახლა მისი ადმინისტრაცია ტრადიციული ირანის იზოლირების ამერიკული პოლიტიკის გადახედვას ლამობს. ამავდროულად პრეზიდენტმა ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსნის სირიაში გაგზავნაც გადაწყვიტა. შეერთებულ შტატებს სირიაში ელჩი არ გაუგზავნია მას შემდეგ, რაც 2005 წელს ბეირუთში ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი გამოასალმეს სიცოცხლეს. შეერთებულია შტატები მძაფრად აკრიტიკებს ირანსა და სირიას ჰამასისა და ჰეზბოლას მსგავსი ექსტრემისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის. თუმცა გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ჰესბოლას პოლიტიკურ ფრთასთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. ბრიტანეთმა ოთხი წლის წინ შეწყვიტა კონტაქტი ამ ორგანიზაციასთან. თანაც გასული წლის ივლისს ლონდონმა ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთა აკრძალულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანა. მაგრამ ჰესბოლა ლიბანის ეროვნული თანხმობის მთავრობაში შედის.

ახლა ამერიკა აცხადებს, რომ ბრიტანეთის მიბაძვას არ აპირებს. დაბოლოს ახალმა გამოკვლევამ გამოაშკარავა ის, რომ სპარსეთის ყურის მიმდებარე არაბულ ქვეყნებში ქალთა უფლებების გაუმჯობესება შეინიშნება. ჯგუფმა “ფრიდომ ჰაუსმა” აღნიშნა, რომ ქუვეითში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს, ხოლო ომანში კი ქალებს უმაღლესი განათლების მიღების და პოლიტიკის სფეროში მოღვაწეობის ნება დართეს. გასულ თვეს კი საუდის არაბეთში პირველად განათლების მინისტრის პოსტზე ქალი დანიშნეს. თუმცა “ფრიდომ ჰაუსის” თქმით საუდის არაბეთში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი

XS
SM
MD
LG