ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას  შეაჩეროს მუქარა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას შეაჩეროს მუქარასამოქალაქო თვითფრინავების მიმართ რომლებიც მის საჰაერო სივრცეში დაფრინავენ.

სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების ავიახაზებმა შეცვალეს მათი მარშუტები იმის შემდეგ რაც გასულ კვირას ფხენიანმა განაცხადა რომ იგი მის საჰაერო სივრცეშისამოქალაქო თვირთბრინავების უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. სადღეისოთ სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები საერთო სამხედრო საჰაერო წვრთნებს ატარებენ. ორშაბათს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას შეიკავოს თავიმუქარისგან.

ამერიკის შეერთებული შტატების დესპანმა ჩრდილოეთ კორეაში სტეფან ბოსვორთმა სამხრეთ კორეაში ჩასვლისთანავე განუცხადა ჟურნალისტებს რომ მისი აზრით ეს გაფრთხილება არიყო მიზანშეწონილი. მან ასევე განაცხადა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მოლაპარაკებები გამართოს ჩრდილოეთ კორეასთან.


XS
SM
MD
LG