ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2005 და 2006 წელს ამერიკაში  უსახლკაროდ დარჩენილი მილიონ ხუთასიათასი ბავშვი იყო


უსახლკარო ოჯახების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში 2005 და 2006 წელში ამერიკის შეერთებულ შტატებში უსახლკაროდ დარჩენილი მილიონ ხუთასიათასი ბავშვი იყო. წელს ამერიკაშო ამ პრობლემის გაუარესების ალბათობა ძალიან დიდია საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების და სამუშაო ადგილების გაუქმების გამო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვები სხვებზე მეტად შიმშილობენ ქრონიკულ დავადებების მსხვერპლნი არიან და უფრო ხშირად წყვეტენ სწალვლის პროცესს .

მოხსენება უსახლკაროდ დარჩენილიო ბავშვების უსაფრთხოებას, რისკების პრევენციასა და მათვის განკუთვნილ კანონებს შტატების მიხედვით განიხილავს.

ქარიშხალი კატრინას სტიქიური უბედურების შემდეგ ტეხასის, ჯორჯიას, არკანზასის, ნიუ მექსიკოს და ლუიზიანას შტატები ყველაზე ცუდათ არიან დახასიათებული. ხოლო კონეკტიკუტის შტატი უსახლკარო ბავშვების პრობლემების მოგვარებაში ყველაზე უფრო დადებითად არსი შეფასებული.

XS
SM
MD
LG