ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს


პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს, ეს იმაზე მეტყველებს რომ ვაშინგტონი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პოლიტიკის გადახედვას აპირებს.

იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ციპი ლივნისთან ერთად გამართული პრეს-კონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა რომ ვაშინგტონს კარგად ესმის ირნიდან მომავალი საფრთხის მნიშვნელობა, მისი თქმით:“ ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის შეშფოთებას ირანის მიერ ბირთვული იარაღის დაუფლების საფრთხესთან დაკავშირებით და ამ ქვეყნის მიერ იმგვარი ტერორისტული ორგანიზაციების მხრადჭერის გამო როგორებიცაა ჰამასი და ჰეზბოლა. ირანთან საერთო ინტერესების გამონახვის პარალელურად ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვექნება ჩვენს მეგობრებთან ისრაელში რეგიონის სხვა სახელმწიფოთა მთავრობებთან ერთად, რომლებსაც კარგად ესმით თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ თუ ირანი ბირთვული იარაღს ჩაიგდებს ხელში.“


XS
SM
MD
LG