ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩანგირაის პარტია  სამგლოვიარო ცერემონიის გამართვას გეგმავს


ზიმბაბვეს პრემიერ-მინისტრი მორგან ჩანგირაი აცხადებს, რომ ავარია, რომელსაც მისი მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა უბედური შემთხვევა იყო. ავტოავარიის შედეგად დაშავებული პრემიერი ზიმბაბვეს მეზობელ ბოტსვანაში გადააფრინეს სამკურნალოდ. დღეს იგი სამშობლოში დაბრუნდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტოავარიის განზრახ მოწყობის შანსი თითქმის გამორიცხულია. ჩანგირაის პარტია მისი გარდაცვლილი მეუღლის პატივსაცემად ხვალ სამგლოვიარო ცერემონიის გამართვას გეგმავს. იმ საბარგო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ავტომანქანა შეეჯახა სასმართლოს წინაშე წარსდგება უნებლიე მკვლელობის ბრალდებით.


XS
SM
MD
LG