ისრაელის სამხედრო
ძალები დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით სამი
დღით ყველა საზღვარს ხურავენ. ამით ისინი პალესტინელებს ებრაულ დღესასწაულის პურიმის დღეებში ისრაელის
ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავენ.
ისრაელის აზრით, ებრაელების სადღესასწაულო დღეები პალესტინელთა შეტევებისთავის ხელსაყრელი პერიოდია.ამიტომაც ასეთ დღეებში ისრაელი ყოველთვის კეტავს საკუთარ საზღვრებს.
დღეს ბრიტანეთის ელჩმა პალესტინელთათვის განკუთვნილი დახმარება, რაფას საზღვრის გავლით, ღაზაში ეგვიპტიდან შეიტანა. დესპანს თან ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯორჯ გალოვეი ახლდა. პარლამენტარმა დახმარების ტვირთთან ერთად სამი კვირის მანძილზე ლონდონიდან პალესტინამდე 14 ათასი კილომეტრი გაიარა. პალესტინელები ბრიტანეთის ელჩს დოლის ცემითა და დროშების ფრიალით შეხვდნენ.ბრიტანული დახმარება ისრაელის სამხედრო შეტევების შედეგად დაზარალებულ პალესტინელი მოსახლეობას დაეხმარება.