ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განვითარებად  ქვეყნებს  დახმარების გეგმა შეუმცირდებათ


მსოფლიო ბანკის განცხადებით, 2009წლის ბოლოსთვის გლობალური ეკონომიკის აქტივობის მაჩვენებლები, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, პირველად აღმოჩნდება ასეთ დაბალ დონეზე.

კვირას პრესაში მსოფლიო ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია,რომ გლობალური ფინანსური კრიზისი განვითარებად ქვეყნებზე მრავალმილიარდიანი დახმარების გეგმის შემცირებას გამოიწვევს.ოთხი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი თუ შეძლებს,რომ დაცული სოციალური პროგრამებისა და სამუშაო ადგილების შექმნით ეკონომიკის დაღმასვლას გაუმკლავდეს.

ამ ფონზე მანილაში არსებულმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ჰარუჰიკო კუროდამ გაბედული და ოპტიმისტური განცხადება გააკეთა.მისი აზრით, აზია ერთერთი პირველი რეგიონი იქნება მსოფლიოში , რომელიც შეძლებს გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩეს.


XS
SM
MD
LG