ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის განცხადებით ჩრდილოეთ ირლანდიაში ორი ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელობა ვერ შეაჩერებს სამშვიდობო პრცესის მიმდინარეობას.
ბელფასტის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას კიდევ ორი ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა. ბრიტანელ ჯარისკაცებს პიცის დამტარებელი მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.