ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

   პაკისტანის ხელისუფლებამ 12 თალიბი გაანთავისუფლა


პაკისტანის ხელისუფლებამ 12 თალიბი გაანთავისუფლა სვატის რაიონში თალიბებთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად. ამ შეთანხმების მიხედვით პაკისტანის მთავრობა დათანხმდა ქვეყნის დასავლეთ პროვინციებში შარიათის კანონის შემოღებას თალიბების მხრიდან ორწლიანი პარტიზანული ომის შეწყვეტის საფასურად.

ამასობაში თალიბებმა პაკისტანის უშიშროების ძალების სულ ცოტა 9 ოფიცერი მოკლეს მოჰმანდის რაიონში, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ისლამისტებთან შეტაკებისას. კიდევ 14 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად.


XS
SM
MD
LG