ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სექტემბრის ბოლოსთვის ერაყიდან 12000 ჯარისკაცის გამოყვანაა დაგეგმილი


პენტაგონის განცხადებით სექტემბრის ბოლოსთვის ერაყიდან 12000 ჯარისკაცის გამოყვანაა დაგეგმილი. ბარაქ ობამას გეგმის მიხედვით 2010 წლის აგვისტოსთვის ერაყში მყოფმა ამერიკის ჯარებმა აღარ უნდა მიიღონ ბრძოლებში მონაწილეობა.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით ერაყში ამჟამად მყოფი 14 ბრიგადა 12-მდე შემცირდება. გარდა ამისა უახლოესი თვეების განმავლობაში ერაყიდან 4000 ბრიტანელ ჯარისკაცსაც გაიყვანენ.

პრეზიდენტ ობამას გეგმით ერაყიდან შეერთებული შტატების არმიის სრული გამოსვლა 2011 წლის მიწურულისთვის არის დაგეგმილი. რითაც დამთავრდება თითქმის 9 წლიანი ომი ამ ქვეყანაში.

ამერიკელებმა ეს გეგმები დღეს გაახმოვანეს, მას შემდეგ რაც ბაღდადის პოლიციის აკადემიასთან კამიკაძემ თავი აიფეთქა და 28 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. 57 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG