ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის პრემიერ მინისტრი სალამ ფაიადი გადადგა


პალესტინის პრემიერ მინისტრი სალამ ფაიადი გადადგა და პალესტინის გაერთიანებული მთავრობის ჩამოყალიბების კამპანიაში ჩაერთო. ბატონმა ფაიადმა შაბათს პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს გადადგომის მოთხოვნა გადასცა, რომელიც ძალაში მას შემდეგ შევა რაც ჩამოყალიბდება პალესტინის გაერთიანებული მთავრობა.

პრემიერ მინისტრის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მოჰყვა პრეზიდენტ აბასსა და მის მოწინააღმდეგე ჰამასის ლიდერებთან მოლაპარაკებას, რომლის მიზანი ორი მოწინააღმდეგე ძალის გაერთიანება და პალესტინის გაერთიანებული მთავრობის ჩამოყალიბება.

პრეზიდენტმა აბასმა ბატონი ფაიადი პრემიერ მინისტრის პოსტზე 2007 წელს ჰამასის მიერ ღაზას სექტორის დაკავების შემდეგ დანიშნა. ჰამასის ლიდერები არაერთხელ მოითხოვდნენ ფაიადის გადადგომას და მის ტანამდებობაზე დანიშვნას არაკონსტიტუციურს უწოდებდნენ.


XS
SM
MD
LG