ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეს პრემიერ მინისტრი ავტოკატასტროფაში მოყვა


ზიმბაბვეში მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის ითხოვს იმ ავტოკატასტროფის გამოძიებას რომელშიც დაშავდა პრემიერ მინისტრი მორგან ცვანგირაი და მისი მეუღლე დაიღუპა.

როგორც ცნობილია პრემიერ მინისტრის მაქანას ამერიკული დახმაერებით დატვირთული საბარგო ავტომობილი დაეჯახა. შეტაკების შედეგად პრემიერ მინისტრის მანქანა სამჯერ ამოტრიალდა. მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებების ოფიციალურ პირებს პარასკევს დედაქალაქ ჰარარეს გარე უბანში მომხდარი ავტოკატასტოფის გამოძიება სურთ.

ბატონი ცვანგირაი არა ერთხელ იყო პოლიტიკური ოპონენტების ძალადობის მსხვერპლი.როგორც ცნობილია პრემიერ მინისტრის მდგომარეობა სტაბილურია და იგი მკურნალობას ჰარარეს ჰოსპიტალში გადის მისი მეუღლე სუსანა 50 წლის იყო და მათ 6 შვილი ჰყავთ.

XS
SM
MD
LG