ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი შაბათს თურქეთის ლიდერებს  შეხვდა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შაბათს თურქეთის ლიდერებს შეხვდა. მხარეებმა ანკარასა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის ურთიერთობებზე და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამყარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ საუბარი ერაყში, ავღანეთში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პრობლემებს ეხებოდა. ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

თურქეთს რომელსაც არაბ და ისრაელელ ლიდერებთან თანაბარი ურთიერთობა აკავშირებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებასთან დაკავსირებულ მოლაპარაკებების პროცესში ძირითადი ადგილი უკავია.

პარასკევს ნატოს შეხვედრაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს ისრაელისა და პალესტინის შორის მშვიდობა დაამყაროს.

თურქეთის მთავრობას ჰილარი კლინტონმა ასევე ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა მოთხოვა.

XS
SM
MD
LG