ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მიერ  მანასის აეროპორტის დატოვების გადაწყვეტილება მიღებულია



ყირგიზეთის პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამერიკის მოკავშირე ძალების განდევნის გადაწყვეტილებას მანასის სამხედრო ბაზიდან, მას შემდეგ რაც ამერიკულ სამხედრო ძალებს ბაზის დატოვება უბრძანა. ამგვარად, პარლამენტარებმა გააუქმეს შეთანხმება, რომელიც 11 მოკავშირე სახელმწიფოს მანასის ბაზის გამოყენების საშუალებას აძლევს.ეს ბაზა შეგახსენებთ, რომ ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიაში კოალიციის ძალების მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტი იყო.


მიმდინარე კვირის დასაწყისში, ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ბიბისის განუცხადა, რომ იგი მზად არის ამერიკის ახალი წინადადებისთვის, რომელიც ავღანეთში უშიშროების საკითხებს ეხება. მაგრამ გუშინ, ყირგიზმა ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ყირგიზეთი არ შეცვლის გადაწყვეტილებას ამერიკული ძალების მანასიდან განდევნის შესახებ. ამ ფონზე, ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ შეეცდება ყირგიზებთან ახალი შეთანხმების მიღწევას.


XS
SM
MD
LG