ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა წყვეტს ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში ფრენას



სამხრეთ კორეის ხელისუფლება ავიახაზების მენეჯმენტს მოუწოდებს გვერდი აუქციონ ჩრდილოეთ კორეას, მას შემდეგ რაც ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ ვერ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც მის საჰაერო სივრცეში გადიან. ხვალიდან, სამხრეთ კორეის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უწყება სამხრეთ კორეულ ავიახაზებს მოსთხოვს შეწყვიტონ ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში ფრენა. "Korean Air"- ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცვლილებები ძირითადად შეეხება იმ რეისებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მიფრინავენ.


ფხენიანი კი იტყობინება, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს მის საჰაერო სივრცეში შესული სამოქალაქო ავიალაინერების უსაფრთხოებას. ამის მიზეზად ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ამერიკასა და სამხრეთ კორეას შორის მომავალ კვირას დაგეგმილი სამხედრო წვრთნები მოჰყავს. ფხენიანი ამასთან აკეთებს გაფრთხილებას, რომ ამ წვრთნებმა შესაძლოა ომის დაწყება განაპირობოს. ვაშინგტონი და სეული კი აცხადებენ, რომ რუტინული ტიპის წვრთნებში ათასობით სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG