ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს სასამართლომ სუდანის პრეზიდენტის დაკავების სანქცია გასცა



წარსულში გაეროს უწყებებმა სუდანის ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ სადამხმარებლო ორგანიზაციების განდევნა ქვეყნიდან მილიონამდე ადამიანს შეუქმნიდა საფრთხეს და რომ მათი გაძევება ქვეყნიდან ომის დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა.


მიმდინარე კვირას, მას შემდეგ რაც გაეროს სასამართლომ სუდანის პრეზიდენტის დაკავების სანქცია გასცა ცამეტამდე არასამთავრობო ორგანიზაციას სუდანში მოღვაწეობის ლიცენზია შეუწყვიტეს.ამ ორგანიზაციებს შორის არის "ოქსფამი" , "ექიმები საზღვრებს გარეშე" და "Save the children".

გაეროს სპიკერმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების წართმევა საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.

ამ ფონზე, სუდანის ოფიციალური პირები სადამხმარებლო ორგანიზაციებს დარფურის კონფლიქტის დროს პირად მოგებასა და იმავდროულად, გაეროს სასამართლოსთვის ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG