ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი და  სერგეი ლავროვი დღეს ბრუსელში  ხვდებიან ერთმანეთს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ბრუსელში შეხვდებიან ერთმანეთს. ეს მათი პირვლი ოფიციალური შეხვედრაა ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ.

კლინტონმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მათ ბევრი რამ აქვთ განსახილველი. რუსეთსა და ამერიკას ბევრ საკითხში თანამშრომლობა შეუძლია , ერთერთი ასეთი თემა გახლავთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა.

კლინტონმა აქვე დასძინა რომ, არის ისეთი საკითხებიც, რის გამოც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოებაა. მაგალითად რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.კლინტონმა ხაზი გაუსვა იმასაც , რომ აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ი აღარ უჭერს მხარს საქართველოს , ბალტიისპირეთსა და ბალკანეთს.

ამერიკა არ იზიარებს გავლენის სფეროების გადანაწილების აზრს.

"მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრისას , რომ აშშ-ი მხარს უჭერს ამ ქვეყნების სურვილს- გახდნენ ნატოს წევრები. ჩვენი ძალისხმევა,რომ ვიმუშაოთ მათთან და ნატოსთან- არ უნდა გახდეს რუსეთის გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზი". ციტატის დასასრული

ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით რუსეთის მხრიდან გაღიზიანებას იწვევს. თავი მხრივ საქართველოზე განხორციელებულმა რუსეთის აგრესიამ , ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ და მომავალში ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების დისლოცირებამ- დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ნატოს განცხადებით, რუსეთთან არაერთ საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ამიტომაცაა საჭირო ღია დიალოგი.

კლინტონის განცხადებით, არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ლავროვთან შეხვედრისას აუიცილებლად განიხილება და ეს არის აშშ-ის რაკეტსაწინაღო სისტემების აღმოსავლეთ ევროპაში განლაგების გეგმა.


XS
SM
MD
LG